ავლაბარის იტორია
ავლაბარი — თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს — რიყეს , ჩუღურეთს , ელიასა და ნავთლუღს შორის. ამჟამად ძველი თბილისის რაიონში . ავლაბარს XI-XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში „ისანი“ ეწოდება. სიტყვა „ავლაბარი“ XIV საუკუნეში ჩანს დამკვიდრებული, თუმცა „ავლაბრის“ პარალელურად „ისანი“ შემდეგაც იხმარებოდა. ავლაბრის მთავარი უბნები იყო სოღდებილი და მეტეხი . არქეოლოგიური მასალის მიხედვით ავლაბრის ტერიტორია ძვ. წ. ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული. XVIII საუკუნეში ავლაბარს ორი გალავანი ჰქონდა: ერთი — ავლაბრის გალავანი, რომელიც მთელ ავლაბარს ერტყა გარს, და მეორე — თბილისის ანუ ქალაქის გალავანი — ისან-ავლაბრის მარჯვენა მხარეს მდებარე კალა-თბილისის ციხე-გალავნის გაგრძელება იყო და ფეოდალური ხანის ქალაქის რთულ თავდაცვით სისტემაში შედიოდა. ...